07 ნოე - 18 ნოე
დამლაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 660
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე .

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობის საფუძვლიანი დალაგება, მოწესრიგება;
  • ბიბლიოთეკის პერსონალის სამუშაო ოთახების დალაგება;
  • საჭიროების შემთხვევაში ბიბლიოთეკის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დალაგება-მოწესრიგება;
  • ბიბლიოთეკის საპირფარეშოების მოწესრიგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების პერსპექტივას.
თანამდებობრივი სარგო დარიცხული 660 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი 2024 წელი;
გისურვებთ წარმატებებს!
დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 57