08 ნოე - 07 დეკ
სტანდარტი
გარემოსცადვითი ჯგუფის ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: irakli.ramishvili@gergili.ge
შპს „გერგილი“ (www.gergili.ge) დაარსდა 2002 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვით, შრომის უსაფრთხოებაში, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების კუთხით.
შპს „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას გარემოსცადვითი ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
შპს „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას გარემოსცადვითი ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
მოთხოვნები:
- საქართველოს კანონმდებლების, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის, და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადება, ცვლილებების, კომენტარების გათვალისწინება და დოკუმენტის განახლება;
- გზშ-ს ანგარიშების დამუშავება, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- საჭიროებისამებრ საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი საპრეზენტაციო დოკუმენტაციის მომზადება;
- გერგილის მმართველ გუნდთან ერთად გარემოსდაცვითი პროცესების კოორდინაცია და კონტროლი;
- გარემოს დაცვის ჯგუფში არსებული თანამშრომლების კოორდინირება, მათი დავალებების შემოწმება;
- დოკუმენტების შედგენისთვის ყველა სათანადო ინფორმაციის მოპოვება, როგორც ონლაინ, ასევე დამკვეთთან კომუნიკაციით;
- პროექტის შემუშავებისათვის ინფორმაციის მოძიების მიზნით მუდმივი კონტაქტი როგორც გერგილის, სამინისტროს და ასევე, დამკვეთის ტექნიკურ გუნდთან;
- საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად კონკრეტულ ტერიტორიაზე საველე გასვლა, ფოტომასალის და სხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
- გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შემუშავება და სხვდასხვა რუკის აწყობა;
- კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სატენდერო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება, არა ტექნიკური რეზიუმე, გარემოს დაცვითი მართვის გეგმის და სხვა;
მოთხოვნები:
- ეკოლოგიის, გეოგრაფიის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლება.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B 1 – B 2 დონე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი გამოცდილება კომპანიის საქმიანობის სფეროში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irakli.ramishvili@gergili.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
გარემოს დაცვის სპეციალისტი
ნახვები 109
უნიკალური ნახვები 99