შემდეგი
11 ნოე - 17 ნოე
სტარტი
ფინანსური მენეჯერი
თბილისი, ვაკე, ი.აბაშიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@namai.ge
შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი აბაშიძის #48
სამუშაო გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ფუნქციური პასუხისმგებლობა:
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 17 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@namai.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი აბაშიძის #48
სამუშაო გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ფუნქციური პასუხისმგებლობა:
- კომპანიის ფინანსური პოლიტიკის შემუშავება, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით;
- კომპანიის წლიური ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
- კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური გეგმების შემუშავება;
- კომერციული პროექტების მომგებიანობის ანალიზი, ახალი/მიმდინარე პროექტების ფინანსური შედეგების შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
- ახალი სამშენებლო პროექტების ფინანსური მოდელირება, ბიუჯეტის და პროგნოზების შემუშავება;
- ფინანსური ანალიტიკა პროექტების მომგებიანობის, ფულადი სახსრების ნაკადების პროგნოზირებისა და ინვესტიციის ანაზღაურების ვადების შესაფასებლად;
- სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მინიმიზაცია, როგორიცაა ხარჯების გადაჭარბება, მშენებლობის პროცესთან და ვადებთან დაკავშირებული შეფერხებები;
- პროექტის ხარჯების შეფასება და მონიტორინგი მშენებლობის პროცესში, ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება მასალების, შრომის, აღჭურვილობისა და სხვა დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით;
- კომპანიის ფულადი ნაკადების აღრიცხვა, როგორც ადმინისტრაციული, ასევე, საოპერაციო დანახარჯების მონიტორინგი და კონტროლი;
- კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
- სამშენებლო პროექტების და მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტების მომზადება, როგორიცაა სესხის ან საკრედიტო განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
- კომპანიის ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური რეპორტების წარმოება;
- საბუღალტრო პროგრამებიდან ფინანსურ რეპორტებში ინფორმაციის მობილიზება;
- ბაზრის კვლევა, კონკურენტი კომპანიების ფინანსური ანალიზი;
- საერთაშორისო მასშტაბით, ფინანსური აღრიცხვის სფეროში არსებული სიახლეების/ტენდენციების მეთვალყურეობა და დანერგვა.
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო პროექტების ფინანსური მოდელირების, რეპორტინგის და ანალიტიკის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო გამოცდილებას;
- ევროპული ღირებულებებისა და მიდგომების მქონე კომპანიაში სამუშაო გამოცდილებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
გისურვებთ წარმატებას.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი
ნახვები 63
უნიკალური ნახვები 62