07 ნოე - 06 დეკ
ვიპ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@i-bex.ge
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია “Ibex logistics” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 0112
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება.
- კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
- პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
- აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური, კომუნიკაბელური;
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტური განაწილება,
- სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება,
- გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 423
უნიკალური ნახვები 410