შემდეგი
08 ნოე - 07 დეკ
გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@marmed.ge
მარმედი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ვაკანსიის აღწერა: ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი. გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ახალი პარტნიორების მოძიებასა და კლინიკის სერვისების შეთავაზებაზე, არსებული პარტნიორების მართვასა და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფაზე. ჩვენთან თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი B2B პარტნიორების მოძიება.
- კლინიკის სერვისების შეთავაზება და პარტნიორობის შეთანხმებების გაფორმება.
- არსებული პარტნიორების საჭიროებების ანალიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
- გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
- ბაზრის და კონკურენტების კვლევა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- CRM სისტემის გამოყენება პარტნიორების მონაცემების მართვისა და კომუნიკაციისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-3 წლის გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში, სასურველია იმავე სფეროში (სამედიცინო, ჯანდაცვის ან კლინიკური მომსახურება).
- კარგი კომუნიკაციის უნარები და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება.
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი სახელფასო სისტემა, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსებს.
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
- მუშაობა პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში.
- თანამედროვე სამუშაო გარემო და სასიამოვნო ატმოსფერო.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, შეავსოთ ფორმა: https://marmed.bo.ge/recruit/form/6ea20ec6abe539688c3812d090cca821 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr@marmed.ge
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 32
უნიკალური ნახვები 29