დღეს - 30 ნოე
სტანდარტი
სერვისის მიმღები ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@midea.ge
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემსერვისი“ - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.
შპს „ემსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას „სერვისის მიმღები ოპერატორის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვის-ცენტრში შემოსული ყველა ტიპის (ფიზიკური/იურიდიული)მომხმარებლის მიღება.მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება,შეკვეთების დაფიქსირება.
- სერვის-ცენტრში შემოსული დაზიანებული ტექნიკის მიღება,მომხმარებლისთვის თანხის გადახდის შემთხვევაში ანგარიშასწორების განხორციელება (სალარო აპარატზე გადახდის ქვითრის ამობეჭდვა)ნივთზე საჭიროებების განსაზღვა.
- მყიდველის შეკვეთის საფუძველზე რეალიზაციის გაკეთება,საგადახდო დოკუმენტის მიბმა შეკვეთაზე.
- შეკვეთების პროგრამაში /დაფიქსირება,შევსებული ქვითრის ამობეჭდვა და დაზიანებულ ნივთზე განთავსება, სახელოსნოში გადატანის უზრუნველყოფა.
- ტექნიკური მენეჯერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაზიანებულ ნივთზე.
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.
- მომხმარებლის და ტექნიკური მენეჯერის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველყოფა,შეკვეთის დახურვა და რეალიზაციის გატარება პროგრამაში,გახარჯული მასალის ჩამოწერა.
- მომსახურების ინვოისის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მის მიერ მიღებულ შეკვეთაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- 1C პროგრამის ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- დეტალების მიმართ ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება:1200 ლარი.
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
სამუშაო ადგილი:თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@midea.ge 2024 წლის 30 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
გასაუბრება;
შპს "ემსერვისი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემსერვისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემსერვისის"-ს მიერ სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 362
უნიკალური ნახვები 343