დღეს - 30 ნოე
სტანდარტი
საწყობის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@midea.ge
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემსერვისი“ - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.
შპს „ემსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში ნივთების/დეტალების მოძიება კოდების მიხედვით.
- ნივთების/დეტალების ტრანსპორტირებისთვის მომზადება.
- ტექნიკოსების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ინვოისის/ქვითრის საფუძველზე.პროგრამაში ასახვა შესაბამისად.
- რს-ზე ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა.
- პროდუქციის მიღება-დასაწყობება და სისწორის კონტროლი.
- მეორადი ნივთების გადაადგილების ორგანიზება
- სასაწყობე ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცედურების უზრუნველყოფა.(მოძრაობის უწყისით პროდუქციის ნაშთის გადამოწმება როგორც პროგრამულად ასევე რეალურად.)
- სხვა ლოჯისტიკური საკითხები.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაცივრების შეკეთების მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
- დეტალების მიმართ ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
სამუშაო ადგილი:თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@midea.ge 2024 წლის 30 ნოემბრამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
გასაუბრება;
შპს "ემსერვისი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემსერვისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემსერვისის"-ს მიერ სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 364
უნიკალური ნახვები 346