შემდეგი
08 ნოე - 07 დეკ
რეგისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
ევექსი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: გლდანი, გურამიშვილი, დიდუბე, საბურთალო, ცინცაძე, მთაწმინდა (ოპერის უკან), ისანი.
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
- მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
- მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
- ქსელში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით შესაბამის ბმულს:
გლდანის პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---gldanis-poliklinika/665
საბურთალოს პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---saburtalos-poliklinika/645
დიდუბის პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---didubis-poliklinika/430
ცინცაძის პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---cincadzis-poliklinika/689
მთაწმინდის პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---mtawmindis-poliklinika/648
გურამიშვილის პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---guramishvilis-poliklinika/687
ისნის პოლიკლინიკა - https://evex.ge/ka/vacancy/registratori---isani/681
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 45