08 ნოე - 23 ნოე
სტანდარტი
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • 1089
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას:კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი (ახალქალაქი / ბორჯომი)
თანამდებობრივი სარგო: 1 089 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი/ბორჯომი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ინფორმაციის მოპოვება მომხმარებლის პროფესიული ცოდნის, უნარებისა და სამუშაო გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, ზოგადი და სოციალური უნარების, ასევე კარიერული გეგმების შესახებ;
  • მომხმარებლის პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
  • კარიერული გეგმის განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება;
  • მოქალაქის მიღება, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაბამისი მიმართულებით და შემდგომი მომსახურების გაწევა.
  • საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ან დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მიმართულების შესახებ სამუშაოს მაძიებლების ინფორმირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
  • ყოველდღიური და ყოველკვირეული სტატისტიკის წარმოება გაწეული მომსახურების შესახებ და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაგზავნა.
  • საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
  • საჭიროებისამებრ, სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება.
  • უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

პასუხისმგებლობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება;
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
  • პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
  • პასუხისმგებელია სერვის ცენტრის ხელმძღვანელთან, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.

საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
  • კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საჯარო სამსახური
საჯარო სამსახური (ზოგადი)
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 101