08 ნოე - 07 დეკ
მოლარე-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე კომპანიისთვის Boygar’s.
მაღაზია Boygar’s გაიხსნა თბილისში 2023 წელს და მასში წარმოდგენილია მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების კოლექცია.

Boygar’s (www.boygars.com) ეძებს კომუნიკაბელურ და თავაზიან კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან შეუერთდნენ ერთ-ერთი მულტიბრენდული მაღაზიის გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 15
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში)
ანაზღაურება: 1200 - 1500 + ბონუსი (კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სილამაზის სალონის ვაუჩერი, სპორტ - დარბაზის აბონიმენტი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების წარმოება;
  • სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  • ფასდაკლებების, პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის უზრუნველყოფა;
  • ფულადი ნაშთების შემოწმება/კონტროლი;
  • ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ბარათების შეთავაზება მომხმარებლებისათვის;
  • ზოგიერთ შემთხვევაში ინვოისების მომზადება;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების ფორმირება;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • საბაზისო მათემატიკური უნარები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
maia.doborjginidze@stream.com.ge არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გაყიდვები
მოლარე
ნახვები 72
უნიკალური ნახვები 70