11 ნოე - 10 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@wishlist.ge
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია/მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
- ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით.
- სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში;
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში.
- მზარდი ანაზღაურების სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
- ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge
გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 100
უნიკალური ნახვები 95