11 ნოე - 10 დეკ
გაყიდვების კონსულტანტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართულ კომპანიას "პიელ ნატურალსს" ესაჭიროება გაყიდვების კონსულტანტი ბათუმის ფილიალებისთვის.
თუ ხშირად იღიმი, ე.ი. ჩვენიანი ხარ!
ღიმილი თუ იცი, დანარჩენს ჩვენ გასწავლით.
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-8 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.

კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;
ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.
პიელი აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.
ჩვენი სლოგანია: პიელი, ერთი წასმით შეყვარება!

სამუშაო გრაფიკი მაქსიმალურად მორგებულია თანამშრომლებზე: 5 დღე მუშაობთ კვირაში 6 საათი, ერთი დღე კვირაში 12 საათი, შესვენებებით. კვირაში 5 დღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ან 16:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე; კვირაში ერთი დღე - დასვენება.
ლოკაცია: ბათუმი, გრანდ მოლი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000₾ + ბონუსები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლების თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;
  • ფილიალში პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა;
  • სალაროს მართვა;
  • არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ინგლისურის ცოდნა;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთვის კონსულტანტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კადრია მთელს კომპანიაში, რომელზეც დგას სრულიად კომპანია.

ჩვენთან თანამშრომლობის ბენეფიტები:
  • მეგობრული, თბილი გარემო,
  • პატივისცემით და სწორი დამოკიდებულებით გამსჭვალული უფროსები,
  • უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც მუდმივად მოდის და გახალისებს და გაბედნიერებს სტენდზე.
  • განსაკუთრებული ფასდაკლება პიელ ნატურალსის პროდუქტებზე შენ და შენს ახლობლებს, (აღარასდროს აღარ დარდობ ვის რა აჩუქო დაბადების დღეზე).
  • 5 დღე 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი, რომელსაც მეწყვილესთან შეთანხმებით მუდმივად შენი და მისი სურვილით ცვლი და არეგულირებ.
  • წამახალისებელი საჩუქრები და გათამაშებები კომპანიის მხრიდან.
  • უფასო პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები.

გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე-კონსულტანტი ბათუმში).
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსი"-ს (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 63
უნიკალური ნახვები 61