შემდეგი
11 ნოე - 10 დეკ
მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
მე, საბინა ფირცხალაიშვილი, ვმუშაობ გორგიაში 9 წლის განმავლობაში, ამჟამად ვარ ელ.კომერციის ლოგისტიკის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ვაცხადებ ვაკანსიას მომხმარებელზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შესაძლებლობა ექნება განავითაროს უნარები ადამიანებთან ურთიერთობაში, ისწავლოს პრობლემების მარტივად მოგვარება, დაეუფლოს 1C პროგრამას და გამოამჟღავნოს წინსვლის სურვილი.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პრობლემურ ქეისებზე დროულად რეაგირება და მოგვარების გზების მოძებნა;
- პრობლემური საკითხების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლებთან;
- დაუსრულებელი ოპერაციების მონიტორინგი;
- გადაადგილების შექმნა/კონტროლი;
- სასაწყობე ქსელთან და ფილიალებთან მუდმივი კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
- რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა (B2 დონე აუცილებელია);
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება-(თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge )
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 27