შემდეგი
11 ნოე - 25 ნოე
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: eventive@stream.com.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია Eventive Georgia-სათვის.
კომპანია Eventive Georgia (https://eventive.ge), არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები. კომპანია სთავაზობს, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
გაყიდვების მენეჯერი, Eventive Georgia გუნდთან ერთად, იზრუნებს კომპანიის პროდუქტების გაყიდვებზე, პრიორიტეტულად MICE მიმართულებით გაყიდვების გაძლიერებაზე. პოზიციაზე მივესალმებით გაყიდვების მიმართულებით გამოცდილების მქონე, კომუნიკაბელურ, აქტიურ, განვითარებასა და მიღწევაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი (საბურთალო, ლვოვის ქ. #95)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
მივლინებები - სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებზე. უმეტესად საქართველოს ფარგლებს გარეთ
ანაზღაურება - ფიქსირებული (სავარაუდო დიაპაზონი 2000-3000 NET, განისაზღვრება
გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი პროექტებიდან (სავარაუდოდ 2000- 5000 ლარი და მეტი)
დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
ფუნქციები და მოვალეობები
- კომპანიის პროდუქტების (პრიორიტეტულად MICE მიმართულების) გაყიდვების პროცესის წარმართვა;
- კომპანიის სხვა მიმართულებებთან კოორდინაციით გაყიდვების გეგმების და სტრატეგიის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
- პოტენციური კლიენტების ბაზებზე მუშაობა, მათი მოძიება, წარმოება/დამუშავება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კომპანიის პროდუქტების გაცნობა-შეთავაზება, კომუნიკაციის წარმოება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარეკების პროცესში მონაწილეობა და/ან წარმართვა;
- ინდუსტრიის საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა/დასწრება, კომპანიის წარმოდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ივენთ მენეჯმენტის, ან მომიჯნავე სფეროში (MICE მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საქმიანი კორესპონდენციის წარმოების, პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი და ცოდნა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
- მოლაპარაკების წარმოების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი და ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე eventive@stream.com.ge არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 60
უნიკალური ნახვები 55