შემდეგი
11 ნოე - 10 დეკ
უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500 - 1900
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Recruiting@stream.com.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი პოზიციაზე კომპანიისთვის
„მაიდან ჯგუფი“.
„მეიდან ჯგუფი“ დაარსდა 2000 წელს (www.meidangroup.ge) და წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით, განკარგავს ძველი თბილისის რაიონში არსებულ კომერციულ/საოფისე ფართებს და უზრუნველყოფს მათ უნაკლო მდგომარეობაში შენარჩუნებას.
„მეიდან ჯგუფი“ ეძებს შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებიც მოტივირებულები არიან მომხმარებლებს გაუწიონ საუკეთესო მომსახურება და უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის მაღალი ეფექტიანობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N: 7
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.) სრული 40 საათი
ანაზღაურება: 1900 ლარი (გამოსაცდელი ვადა 3 თვე - 1500 ლარი)
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ულიმიტო კორპორატული ნომერი. ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის აპარატურის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
- ვიდეო-კამერების მონტაჟი/დემონტაჟი, ტექნიკურ-პროგრამული გამართვა;
- არსებული უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქსელების, TCP/IP საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ციფრული, ანალოგური ქსელის და ვიდეო-ჩაწერის პრინციპების ცოდნა;
- ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
უშიშროება/დაცვა
ინფორმაციის უსაფრთხოება
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 23