11 ნოე - 10 დეკ
უფროსი აუდიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2500 - 3500
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე აუდიტორული კომპანიისთვის „ბაკაშვილი და კომპანია“

პოზიციაზე მივესალმებით ფინანსური ანგარიშგების სფეროში ცოდნის, გამოცდილების და ინტერესის მქონე, განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 47 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: 2 500 - 3 500 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • კომპანიის რისკების შესწავლა და ანალიზი;
  • აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და
  • შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი;
  • სხვადასხვა სახის აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
  • პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და საკითხების განხილვა;
  • ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • FSLI, IFRS და WTB სტანდარტების ცოდნა;
  • აუდიტის მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია და საჭირო საკითხების განხილვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის ან აუდიტის მიმართულებით);
  • ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინ.2-3 წლიანი გამოცდილება;
  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Word-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი
ნახვები 69
უნიკალური ნახვები 63