12 ნოე - 12 დეკ
სტარტი
მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობის უფროსი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
PayBox
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@oppa.ge
სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
PayBox აცხადებს ვაკანსიას მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობის უფროსის პოზიციაზე.
რას გააკეთებ:
- კომპანიის მიერ დაგეგმილი პოლიტიკის მართვა და ზედამხედველობა;
- მიმდინარე და გრძელვადიანი გეგმის სტრატეგიული შემუშავება;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
- ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენება, გააანალიზოს შემოსავლები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა/დამუშავება;
- მომგებიანობის ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
- კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება;
- ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
- გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა / კონტროლი;
- საჭიროებებიდან გამომდინარე პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და შესაბამისი მოლაპარაკების წარმოება;
- ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულებთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნება;
- სხვა უფლებამოსილებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
უნარები:
- ორგანიზებული;
- დეტალების მიმართ ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოლაპარაკებების წარმოება და კარგი კომუნიკაცია;
- კონფიდენციალურობის დაცვა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მნიშვნელოვანია საკუთარი ავტომობილის ფლობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308
საბანკო
ინკასაცია (საბანკო)
ნახვები 36
უნიკალური ნახვები 36