12 ნოე - 20 ნოე
ბილინგის ოპერატორი/სტაჟიორი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პოზიციის დასახელება: ბილინგის ოპერატორი/სტაჟიორი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი”
სტაჟირების ადგილები: სამტრედია, ცაგერი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2024 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს ბილინგის ოპერატორის (სტაჟიორი) პოზიციაზე

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • დადგენილი პროცედურების თანახმად, ბილინგის პროგრამაში არსებული მონაცემების სისწორის კონტროლი და ანალიზი;
  • ბილინგის სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზი დანაკარგების აღმოჩენისა და შემცირების მიზნით;
  • მომხმარებლების დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების ანალიზი;
  • ბილინგის პროცედურების დაცვა;
  • ბილინგის ოპერატორის საქმიანობის კონტროლი;
  • ბილინგის პროცესის მიმდინარეობის კონტროლი და მართვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • უცხო ენის ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 25
უნიკალური ნახვები 22