12 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
მტვირთავი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სუფსა
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე სუფსაში არსებულ ტერმინალში.
ლოკაცია: სოფ. სუფსა
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული ტვირთების (ვაგონებისა და ცემენტმზიდების) დაცლა;
- სარეალიზაციოდ განკუთვნილი ცემენტმზიდების დატვირთვა;
- ცვლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების/გაუმართაობების შესახებ უშუალო მენეჯერის დროულად ინფორმირება;
- სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პაუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
არსებული ბენეფიტები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- კომპანია უზრუნველყოფს კვების თანხის ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მტვირთალი (სუფსა)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 86