12 ნოე - 20 ნოე
აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • აზერბაიჯანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმნის პოზიციაზე.
ხელფასი 2000 ლარი. ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები:
  • საქართველოს ამბების აზერბაიჯანულენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება აზერბაიჯანულ ენაზე.

მოთხოვნები:
  • ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი). უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
  • მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების შეძენა-განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
ადმინისტრაცია
თარჯიმანი
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6