12 ნოე - 20 ნოე
მემონტაჟე/გრაფიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3000
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მემონტაჟე/გრაფიკოსი - საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას მემონტაჟე/გრაფიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება 3000 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • საქართველოს ამბებისთვის სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების მონტაჟი;
  • ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.

მოთხოვნები:
  • მემონტაჟედ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • შემოქმედებითი ხედვა;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა;
  • გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
  • კრეატიულობა,
  • ენერგიულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ ბოლო ერთ წელში დამონტაჟებული 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
ხელოვნება/მედია
ვიდეომემონტაჟე
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 27