12 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
კოორდინატორი
თბილისი, დიღმის მასივი, ჩაჩავას ქ.
- სრული განაკვეთი
- 900
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@vivomedical.ge
შპს „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი მონაცვლებით 10:00-14:00
ანაზღაურება - 900 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთან პროაქტიული კომუნიკაცია;
- პაციენტის დაკვალიანება მომსახურების ეტაპებისა და მიმართულებებთან დაკავშირებით;
- პაციენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტის დადგენილი პროცედურების მიხედვით მომსახურება;
- მომსახურების სტანდარტისა და კორპორატიული დრეს კოდის დაცვა;
- პაციენტის კმაყოფილებზე ზრუნვა;
- ყველა პაციენტის შესაბამისი რიგის ნომრით უზრუნველყოფა და რეგისტრატურაში / ექიმთან გადამისამართება;
- კვლევის პასუხების გაცემა (გამონაკლისი ინოვა და ცენტრალური);
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ექიმთან ჩაწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ან მიმდინარე სტუდენტი);
- საოფისე პროგრამების ბაზისური ცოდნა;
- ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
უნარები და თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- პროაქტიულობა
- სერვისულობა
- პასუხისმგებლობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- სწრაფი რეაგირების უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,კოორდინატორი’’.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 108