შემდეგი
12 ნოე - 29 ნოე
მთავარი ექთანი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@leadermed.ge
კლინიკა - ,,ლიდერმედი“ აცხადებს მთავარი ექთნის ვაკანსიას
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკეივს ჩათლით 8 საათი 09:30-17:30
საჭიროების შემთხვევაში შაბათს - 09:30-15:30
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მართვა/მონიტორინგი; სამუშაოს შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- ექთნების მიერ სამედიცინო მანიპულაციების შესრულების მონიტორინგი, კაბინეტების შემოვლა/კონტროლი;
- ექთნების მიერ, გახარჯული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების პროგრამულად დაფიქსირების პროცესის მონიტორინგი;
- სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აპარატურის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ახალი ტექნიკის მოთხოვნის ინიცირება;
- სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ყოველდღიური შემოწმება, წინასწარ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხარჯვისა და გადაბარების კონტროლი;
- ცვლის გადაბარების პროცესის მონიტორინგი, მედიკამენტების ხარჯისა და ნაშთის დათვლა/მითვლის პროცესის მონიტორინგი;
- პოსტებზე საჭირო რაოდენობის სამედიცინო სახარჯი მასალისა და მედიკამენტების მოთხოვნა და განთავსების უზრუნველყოფა;
- სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური ნარჩენების კონტროლი, (ნარჩენების დახარისხების, სახიფათო ნარჩენების დაყოვნების ოთახში მოთავსებისა და აწონვის პროცესების მართვა) დადგენილი პერიოდულობით, სამედიცინო დაწესებულებიდან სახიფათო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა ეპიდემიოლოგთან და ნარჩენებზე პასხუსმგებელ პირთან ერთად;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მორიგეობის გრაფიკების შედგენა, განყოფილებების მედდების მორიგეობის გრაფიკების ცოდნა და ინფორმაციის პერსონალის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი რგოლისთვის მიწოდება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, კომპანიის შინაგანაწესის-კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ, ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში მედდის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უფროსი მედდის ან/და მთავარი მედდის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პაციენტზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:29 ნოემბერი, 2024 წ.
დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -,,მთავარი ექთანი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა
სამედიცინო
მედდა
ნახვები 21
უნიკალური ნახვები 18