12 ნოე - დღეს
პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე, ავტო სადაზღვევო შემთხვევების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში.

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00)

სამუშაო ადგილმდებაროება: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)


აღნიშნული პოზიცია არის დროებითი და გულისხმობს დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის მინიმუმ 6 თვის ვადით ჩანაცვლებას.


ძირითადი მოვალეობები:

  • მესამე პირთა ბრალეულობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ბრალეული მხარისთვის გაფრთხილების წერილის მომზადება, ვიზირებისა და გაგზავნის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათთან საინფორმაციო ზარების განხორციელება;
  • ბრალეული მხარის მონაცემების დადგენა და რეგრესის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება;
  • ზარალების შემთხვევებში ბრალეულ მხარესთან შეთანხმებით, დოკუმენტის გაფორმება, გადახდის გრაფიკის შემუშავება და რეგრესის თანხის გადახდის კონტროლი;
  • ბრალეული მხარის მიერ ზარალის ანაზღაურებაზე უარის განცხადების შემთხვევაში იურიდიული განყოფილებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის და რეესტრის მიწოდება;
  • ყოველთვიურად დარეგულირებული სუბროგაციის შემთხვევების შესახებ ანგარიშის მომზადება;
  • თანხების ამოღების მაქსიმალიზაციის უზრუნველყოფა.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
  • მნიშველოვანია პრობლემური აქტივების მართვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით კი, Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - პრობლემური აქტივების მართვის სპეციალისტი


სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

საბანკო
პრობლემური სესხების ოფიცერი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 22