12 ნოე - 26 ნოე
ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი წარმოადგენს ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპიის სასწავლებელს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/gestalt.ge/?locale=ka_GE

„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პ.იაშვილის N22;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტრენინგ-პროგრამების კურირება;
  • პროგრამების შესახებ სწავლის მსურველებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • გასაუბრების ჩატარება და რეგისტრაციის პროცესის მართვა;
  • სასწავლო განრიგების შემუშავება;
  • სასწავლო ჯგუფების ორგანიზება და მართვა;
  • ჯგუფების სასწავლო პროცესის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
  • უცხოელ ტრენერებთან მიმოწერა და მოლაპარაკება;
  • უცხოელი ტრენერების მგზავრობისა და განსახლების ორგანიზება;
  • კორესპონდენციის მართვა;
  • ადმინისტრაციული საკითხების ზედამხედველობა;
  • ღონისძიებებისა და კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ინსტიტუტის შესყიდვებისა და ფინანსური საკითხების ბუღალტერთან კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ოპერატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოქნილობა;
  • აქტიურობა;
  • ენთუზიაზმი;
  • სკურპულოზურობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: geogestalt@gmail.com 2024 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ადმინისტრაციული მენეჯერი

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 69
უნიკალური ნახვები 68