დღეს - 12 დეკ
სტანდარტი
მთავარი ტექნოლოგი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@oldkakheti.ge
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ის წევრ კომპანიას და აწარმოებს „ნენას“ პროდუქციას. „ნენა“-ს სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი პროდუქციაა: კომპოტი, მურაბა, ჯემი, მარინადი, აჯიკა, საწებლი, ტყემალი. „ნენა“-ს პროდუცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული პროდუქტიდან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე.
საუშაო ადგილი: თბილისი (კანდიდატი მზად უნდა იყოს მივლინებებისთვის კომპანიის სხვადასდვა საწარმოში).
სამუშაო გრაფიკი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობას;
- მივლინებების ხარჯების სრულად უზრუნველყოფას;
- კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის გრძელვადიანი ტექნოლოგიური სტრატეგიების შემუშავება და მართვა, კომპანიის ბიზნესს მიზნების მიღწევაში მხარდაჭერა;
- ახალი ტექნოლოგიების უზრუნველყოფა, პროდუქტების განვითარების, ახალი გემოების, რეცეპტების შექმნა და აღნიშნული მიმართულებით სამუშაოების ზედამხედველობა;
- ტექნოლოგიური პროდუქტებისთვის საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა, რესურსების ეფექტური გადანაწილება და ხარჯების კონტროლი;
- საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე შესაბამისი ჩანაწერების გზით;
- ტექნოლოგიური პროცესების რევიზია და ხელახლა ფორმირება;
- ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა;
- კალკულაციები, ტექნოლოგიური ბარათები, რეცეპტურები, კალორიულობა და სხვა მაჩვენებლების წარმოება;
- ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- მენეჯმენტთან და მარკეტინგთან მჭირდო თანამშრომლობა უკუკავშირის და ახალი პროდუქტების შექმნის ნაწილში;
- საქმიანობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება;
- ყოველთვიურად რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
- მიზნებისა და სტრატეგიების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციის შენახვა და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიების მიმართულებით (ქიმია, ბიოლოგია, მიკრობიოლოგია), სასურველია მაგისტრის დიპლომი, მაგრამ არა აუცილებელი;
- სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით სერტიფიკატები: HACCP და ISO სტანდარტების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება და ინოვაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიულობა;
- მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მთავარი ტექნოლოგი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“ და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
ტექნოლოგი
ნახვები 70
უნიკალური ნახვები 63