დღეს - 13 დეკ
სტარტი
გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
თბილისი, გლდანი, ე. ხარაძის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@ipkli.com
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია იფქლი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);
- სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის წესების ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- გაუწიოს დამსაქმებელს გაყიდული პროდუქციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მომსახურება.
- აკონტროლოს RS.GE-ზე ატვირთული დოკუმენტაციის სისწორე და მისი შესაბამისობა სადისტრიბუციო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან.
- უზრუნველყოს დისტრიბუტორთა მიერ პროგრამულად შესრულებული ოპერაციების კონტროლი ტექნიკური კუთხით;
- აკონტროლოს დისტრიბუტორების დღიური ჩეკისა (,, Z "- ი ) და FMG - ში თანხების სიზუსტე.
- აწარმოოს დოკუმენტაცია ელექტრონული და მატერიალური სახით, რაც აუცილებელია სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშისთვის.
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები და დავალებები შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.
პიროვნული თვისებები
- მარტივი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კეთილსინდისიერება;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე: აქედან, კვირაში 4 დღის მანძილზე 09:00-დან 18:00-მდე და მეხუთე დღეს მორიგეობა - 09:00-დან 21:00-მდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ipkli.com. სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.
ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი
გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი
ნახვები 192
უნიკალური ნახვები 185