13 ნოე - 13 დეკ
ვიპ
საწყობის უფროსი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ნახშირღელე
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@legi.ge
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე. საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას.
შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თერჯოლა სოფ: ნახშირღელე
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, და მართვა, საწყობის გამართული მუშაობის პროცესების ორგანიზება.
- საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი, პროდუქციის მიღება, დახარისხება , დასაწყობება , საწყობში საქონლის მოძრაობის, აღრიცხვის და კონტროლის ყველაზე თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
- საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა, სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
- სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- საწყობის თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება და კონტროლი, თანამშრომლებისთვის გადანაწილებული ფუნქციების ორგანიზება და კონტროლი, სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
- წუნდებული პროდუქციის მართვა;
- მიღებულ პროდუქციაზე (მის რაოდენობაზე,) პასუხისმგებლობა, პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
- საწყობის ნაშთების პერიოდული აღწერა/ ინვენტარიზაცია;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საბუღალტრო პროგრამის 1C ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამის Excel სრულყოფილი ცოდნა.
- რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გამოსაცდელი ვადა 3/6 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 273
უნიკალური ნახვები 256