13 ნოე - 28 ნოე
სტარტი
ტენდერი - POSM შესყიდვა - ტექსტილი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ნატახტარი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ნომრით #- EF-GE/727
დანიშნულება: POSM შესყიდვა - ტექსტილი
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
- ნიმუშები.
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
- სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ნიმუშები, ფერები და ლოგოები არის პირობითი და შესაძლოა შეიცვალოს ეფეს საქართველოს ბრენდების შესაბამისად.
- მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
- მომწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ნიმუში ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე.
- ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე.
- სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მახასიათებელები არის ძირითადი, თუმცა გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
- ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
- შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის და ნიმუშის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
- აღნიშნული ნივთების შეკვეთა განხორციელდება წლის განმავლობაში, პერიოდულად, სხვადასხვა რაოდენობით.
- მოწოდების ვადები განისაზრვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
- გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
- გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 18.11.2024 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 28.11. 2024 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
შესყიდვები
ტენდერები
ნახვები 82
უნიკალური ნახვები 79