13 ნოე - 13 დეკ
სტანდარტი
სასწორის ოპერატორი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ანაკლია
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@primeconcrete.ge
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას სასწორის ოპერატორის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
ჩვენ გთავაზოვბთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: სასწორის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: ანაკლია (პორტის მშენებლობა)
განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ბუღალტრულ პროგრამასთან მუშობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
მოვალეობები:
- ობიექტზე არსებული სხვადასხვა ოპერაციის აღრიცხვა;
- შეძენილი პროდუქციის აღრიცხვა;
- პროდუქციის გადაადგილებების აღრიცხვა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა, Rs.ge-ზე და პროგრამაში ატვირთვა;
- აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
- სასწორის ოპერირება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
- დოკუმენტების წარმოების უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 40
უნიკალური ნახვები 38