შემდეგი
14 ნოე - 12 დეკ
სტანდარტი
სანტექნიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@casacalda.ge
"თბილი სახლი" არის საქართველოში წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც 23 წელია წარმატებით ანხორციელებს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ერთგული თანამშრომლებით, რაც ჩვენი წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის უტყუარი დადასტურებაა, ამასთან, ჩვენი გუნდის წევრები სისტემატიურად გადიან სტაჟირებას პარტნიორ სხვდასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებში და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციაზე და მომსახურებაზე.
კომპანია "თბილი სახლი" აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.
სანტექნიკოსის სამუშაოს აღწერა/მოთხოვნები :
- ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების გამართული, შეუფერხებელი და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა
- კომპანიის მიმდინარე და დასრულებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ზედამხედველობა.
- საგარანტიო ობიექტებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ცენტრალური გათბობის, სატუმბი სადგურების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების მიმართულებით.
კომპანია კანდიდატს სთავაზობს:
- პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებას;
- კარიერულ წინსვლას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “სანტექნიკოსი”
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ხელოსანი (ზოგადი)
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 89