13 ნოე - 29 ნოე
უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კლინიკა ,,ლიდერმედი“ აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება - თითო მორიგეობაში 100 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად ჩაატაროს ტერიტორიის შემოვლა და შემოწმების პროცესი კლინიკაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
  • იხელმძღვანელოს დანერგილი უსაფრთხოების პროტოკოლების და საგანგებო პროცედურების მიხედვით;
  • უზრუნველყოს თანამშრომლების/ვიზიტორების მიერ შიდა წესების დაცვა და იზრუნოს მომხმარებლებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
  • მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
  • დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს ინცინდენტის შესახებ (კონფლიქტი, ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.)
  • იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29 ნოემბერი, 2024 წ.
დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -,,უსაფრთხოების სპეციალისტი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 80
უნიკალური ნახვები 74