შემდეგი
13 ნოე - 12 დეკ
ადმინისტრატორი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
- სრული განაკვეთი
- 1200
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@mphospitality.ge
ტელეფონი: +995 574406309
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 4 სამუშაო და 4 დასვენების დღე, მონაცვლეობით
ანაზღაურება: 1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- თავაზიანი და სასიამოვნო, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან
- სასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- სტუმრის რეგისტრაციისა (Check In) და გაცილების (Check Out) პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემის შესაბამისად
- ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის, სასტუმროს ოთახების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში სხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
- სტუმართა საჩივრების მიღება და ეფექტური მართვა
- შემოსული რეზერვაციების, ზარების, წერილების, მეილებისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის მართვა
- სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ბარათების, გასაღებების და სხვა საჭირო ინვენტარის/მონაცემების მოგროვება/დამუშავება
- ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილი მართვა/განხორციელება (მათ შორის ცვლის გადაბარება და ინფორმაციის გაზიარება სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან)
- სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენელებთან
- სასტუმროს სერვისებისა და სივრცეების ეფექტურად შეთავაზება სტუმრებისა და საინტერესებული პირებისთვის
- სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით
- გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
მოთხოვნები და უნარები:
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხოენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და Opera-ს სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 574406309.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 46