13 ნოე - 13 დეკ
შემოსავლების აუდიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Marco Polo Group Hospitality (შპს “გუდაური სქი რესორტ” | შპს “ალიანს-ჯი”) აერთიანებს რამდენიმე სასტუმროსა და კვების ობიექტს. კომპანიის მფლობელობასა და მართვაშია გუდაურში მდებარე შემდეგი ობიექტები:
Marco Polo Hotel Gudauri
Alpina Hotel Gudauri
Khada Hostel Gudauri
Khada Hütte Gudauri

Marco Polo Group Hospitality აცხადებს შემოსავლების აუდიტორის ვაკანსიას.

დაქვემდებარება: კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, ფინანსურ კონტროლიორთან
სამუშაო ადგილი: თბილისი (პერიოდული ვიზიტები გუდაურში, საჭიროებისამებრ)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 10:00 - 19:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მჭიდრო თანამშრომლობა რეგისტრაციების, კვებისა და სასმელების, სპა-ცენტრისა და ობიექტის სხვა დეპარტამენტების მიმართულებით, შემოსავლისა და გადახდის მეთოდების ყოველდღიური აუდიტის წარმოების მიზნით
  • თითოეული კატეგორიის ჩეკებისა (მათ შორის და არამარტო: ფასდაკლებული, განულებული/გაუქმებული და სხვა) და შემოსავლების მონიტორინგი, დადგენილ სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებთან თანხვედრის კონტროლი
  • შემოსავლების მიღებისა და დარიცხვა-აღრიცხვის კუთხით გამოვლენილი დარღვევების აღმოჩენა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისი დროული რეაგირების უზრუნველყოფა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
  • ობიექტის თანამშრომელთა მიერ დარიცხვებისა და ხარჯის ცენტრების სწორად მითითების მონიტორინგი, სათანადო რეაგირება დარღვევებისა და გადაცდენების შემთხვევაში
  • ნაღდი და საბარათე გატარებების შესაბამისი ჩეკებისა და რელევანტური დოკუმენტაციის მონიტორინგი
  • თვის დახურვის პროცედურების მონიტორინგი, ინფორმაციის სწორად აღრიცხვისა და დაარქივების პროცესების კონტროლი, თანამშრომელთა ხელშეწყობა ინფორმაციის სწორად და ეფექტურად აღრიცხვა/დაარქივების კუთხით
  • კონტროლის მექანიზმების დანერგვა და განხორციელება, შემოსავლების სისტემატური აუდიტისა და უშუალო ხელმძღვანელებთან რეპორტინგის კუთხით
  • შემოსავლების აუდიტთან დაკავშირებული კომპიუტერული პროგრამების და სისტემების შეფასება, გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების წარმოდგენა, დანერგვის პროცესის ხელმძღვანელობა
  • ფინანსური და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლების დატრენინგება/გადამზადება შემოსავლების აუდიტის პროცედურების კუთხით, საჭიროებისამებრ
  • გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელებთან

მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა ვერბალური/არავერბალური, სრულყოფილი კომუნიკაციისა და რეპორტინგის დონეზე
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
  • პასუხისმგებლიანობა, გუნდური მუშაობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
  • სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის, ბუღალტრულ სისტემასა და Opera/Micros/Materials Control სისტემებში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
  • შიდა აუდიტის პროფესიული კურსის ან/და მსგავსი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 33