13 ნოე - 12 დეკ
სტანდარტი
ქიმიკოსი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ჩუმლაყი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@telianivalley.com
შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“ აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე ქ. გურჯაანში
სამუშაო ადგილი: გურჯაანი, სოფელი ჩუმლაყი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ნიმუშების შერჩევა და რეგისტრაცია;
- ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება;
- ნიმუშების შერჩევა და ქიმიური კვლევისათვის ანალიზის მეთოდების შემუშავება;
- ანალიზისთვის საჭირო ხსნარების მომზადება;
- ტესტირების შედეგების დარეგისტრირება;
- ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ტესტების ჩატარება მაკორექტირებელი ქმედებების გასახორციელებლად;
- შედეგების შესაბამის ჟურნალებში (მატერიალური/ელექტრონული სახით) დარეგისტრირება;
- მიღებული შედეგების სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი;
- მიღებულ შედეგებში დადგენილი ნორმებისა და სპეციფიკაციებიდან გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ლაბორატორიის აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაცია და მოვლა;
- პროდუქციის დეგუსტაციაში მონაწილეობის მიღება;
- ლაბორატორიის სისტემის შიდა აუდიტების განხორციელება;
- ლაბორატორიაში, დადგენილი წესის შესაბამისად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მონაწილეობის მიღება საფრთხის ანალიზსა და რისკის შეფასებაში (HARA - Hazard Analysis and Risk Assessment)
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ქიმია, მიკრობიოლოგია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მინიმუმ ერთი რთველის პერიოდში);
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებით/კანონდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების ცოდნა;
- ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
გარანტიები:
- კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
- შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
შპს „ქინძმარაულის მარანი“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
ღვინის ტექნოლოგი
ნახვები 70
უნიკალური ნახვები 63