13 ნოე - 24 ნოე
სტანდარტი
საქმეთა მწარმოებელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gtcgroup.ge
შპს “ ჯითისი ქონსთრაქშენ’’ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საქმეთა მწარმოებელი
ჯითისი ქონსთრაქშენი სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.
პოზიცია : საქმეთა მწარმოებელი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის მენეჯერთან ერთად მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- შესასრულებელი სამშენებლო სამუშაობისთვის ადამიანური რესურსის რაოდენობის განსაზღვრა
- მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების ფორმა № 2-ფორმა № 29-ის შედგენაში მონაწილეობის მიღება
- შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შესასრულებლად მითითების მიცემა
- ხარვეზის ან უზუსტობის დადგენის შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება
- სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მეთვალყურეობა და გადამოწმება;
- სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი
- გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება, გადაჭრა ზემდგომ პირების ჩართულობით
- პროექტების რისკების დროული დაფიქსირება და მართვა
- საპროექტო დოკუმენტაციიდან მიმდინარე სამუშაობისათვის მოცულობების ამოკრება
- შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა პროექტის მენეჯერთან ერთად (ყოველდღიური გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
- ობიექტისთვის საჭირო სხვადასხვა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მოთხოვნის მართებულობა და მოცულობების გადამოწმება
- გეომეტრიული ზომების შემოწმება, გეოდეზიური ჯგუფის დროული ჩართულობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა
- ობიექტზე არსებული დღიური მუშების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი საქმიანობის კონტროლი
- შესასრულებელი სამუშაობისათვის ყალიბის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა პროექტის მენეჯერთან ერთად
- მიწოდებული ყალიბის აღრიცხვა და კონტროლი, ყალიბის გადამოწმება
- ხარისხის მენეჯერის მიერ მითითებული ხარვეზების დროული გამოსწორება
- სამშენებლო ჯგუფების მოთხოვნილი მასალის აღრიცხვა კონკრეტული ელემენტის თუ ნიშნულის მითითებით, ასევე ნაშთების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა,
- ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა,
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი
ნახვები 55
უნიკალური ნახვები 54