- სრული განაკვეთი
- 5000 - 10000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
- ინგლისური
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას „ტექნიკური დირექტორის“ პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაოს აღწერა:
- ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკუთრებაში მყოფი უძრავი და მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
- საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
- ავარიული სიტუაციების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
- სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, საფრთხეების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების საკითხები;
- ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- სხვა ტექნიკური მიმართულების საკითხების შესრულება და უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ფოკუსირება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის მართვა;
- იუმორის გრძნობა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ;
- სამუშაო ადგილი - კასპი;
- ანაზღაურება:5000-10000 კვალიფიკაციის შესაბამისად
დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 დეკემბერი 2024 წ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ტექნიკური სამსახურის უფროსი“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი პი პი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!