14 ნოე - 13 დეკ
სტარტი
კომპანია ზუმერის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ კონტენტ კრეატორს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კონტენტის სტრატეგიის შემუშავება - ბრენდის და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. დაგეგმარება, შექმნა, მენეჯმენტი და ოპტიმიზაცია სხვადასხვა არხებსა და პლატფორმებზე.
- კონტენტის დაგეგმვა და კალენდრის მენეჯმენტი - საკომუნიკაციო თემების, ფორმატების და გამოქვეყნების თარიღების განრიგის შემუშავება გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
- კონტენტის შექმნა, მართვა და კონტროლი - ბრენდის შემუშავებული სტანდარტების და გაიდლაინების მიხედვით სხვადასხვა ფორმატის კონტენტის შექმნა, განთავსება, მართვა და ხარისხის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა შიდა და გარე არხებში შესაბამისი ვადების დაცვით.
- კონტენტის შესრულების ანალიზი - გუნდის შესაბამის წევრთან კოლაბორაციით კონტენტის შესრულების ანალიზი, ამის საფუძველზე ტრენდების განსაზღვრა, ინსაითების დაჭერა კონტენტის გაუმჯობესების და ოპტიმიზაციის მიზნით.
- კოლაბორაცია მარკეტინგის გუნდის წევრებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან;
- ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა;
- კამპანიების/პროექტების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
- სოციალური ქსელების განვითარებაზე და სიახლეებზე მუდმივად ზრუნვა, რეაქტივაციისთვის ტენდენციების ათვისება, იდეების გენერირება და პრაქტიკაში გამოყენება;
- შედეგების ყოველკვირეული ანალიზი და რეპორტინგი.
ზუმერის გუნდში ველოდებით კონტენტ კრეატორს, რომელსაც ექნება:
- კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება;
- მარკეტინგის, კომუნიკაციების, ციფრული მედიის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით უმაღლესი განათლება უპირატესობად ჩაითვლება;
- შემოქმედებითად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
- კონტენტის შედეგებისა და ტენდენციების ანალიზის უნარი
- მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უნარი
- კრეატიულად და გამართულად წერის (copywriting) უნარი
ზუმერი გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
- ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
- კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)
- დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/fC4h7o3uvD
პატივისცემით,
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი
ნახვები 132
უნიკალური ნახვები 124