14 ნოე - 13 დეკ
ინჟინერ-პროექტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
  • დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
  • ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • MEP ინჟინერიის მუშა პროექტის დამზადება (ელექტროობის მიმართულებით)
  • საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა ტექნიკური დავალების მიხედვით;
  • სპეციფიკაციის ამოღება საინჟინრო პროექტიდან;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან;
  • პროექტში დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით;
  • ანალოგიურ სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
  • ArchiCad, AutoCad MEP და Revit პროგრამების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office);
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

პროფესიული უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ინჟინერია
სისტემური პროცესების ინჟინერი
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 27