შემდეგი
დღეს - 13 დეკ
უმცროსი ბუღალტერი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- 1000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.autolab@gmail.com
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია Auto-Lab აუქციონი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია მოვალეობები:
- ავტო აუქციონთან დაკავშირებული პროცესის ბუღალტრული აღრიცხვა;
- ინვოისების გამოწერა და თანხების კონტროლი;
- დილერებთან კომუნიკაცია თანხის დროულად გადახდის ნაწილში;
- გამოწერილი და ჩამოსული მანქანების ღირებულების გადახდის პროცესის სწორი ორგანიზება;
- პრობლემური მანქანების დოკუმენტაციის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის განხრით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 6 თვიანი გამოცდილება;
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო საათები: 10:00 – 17:00 სთ
- ანაზრაურება: 1000 ლარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15