14 ნოე - 13 დეკ
ვიპ
ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
პოზიციის დასახელება: ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სასწავლო ცენტრის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მენეჯმენტი;
- შემუშავებული პოლიტიკების და პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციული პერსონალის მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, მათ შორის ტრენინგების და საერთო სივრცეების განრიგის მართვა;
- რეგისტრაციის პროცესების კოორდინირება და სტუდენტური ჩანაწერების დაცვა;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ წამოყენებული საკითხების მიწოდება ხელმძღვანელობისათვის;
- კოლეჯის შენობის და მისი ინფრასტრუქტურის მოვლა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
- პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სტუდენტებისა და პერსონალისთვის;
- შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- შეხვედრების მასალების მომზადება და დამუშავება;
- თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროებების განსაზღვრა, ცალკეულ საკითხებში დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
- სასწავლო ცენტრის დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
- კომპანიის საკანცელარიო/ადმინისტრაციული პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის ადმინისტრირება (წერილების მომზადება, შემოსულ წერილებზე და მეილებზე დროული რეაგირება);
- სატელეფონო ზარების მიღება/გადამისამართება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, განათლების ადმინისტრირება ან მსგავსი სფერო).
- ადმინისტრაციული მართვის გამოცდილება, სასურველია საგანმანათლებლო სექტორში.
- ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
- ოფისის პროგრამების (მაგ. Microsoft Office) და მართვის სისტემების ცოდნა.
- პროფესიული განათლების სისტემებისა და რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა;
- შედეგზე ორიენტირებული
- ორგანიზებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა’’ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 568
უნიკალური ნახვები 545