20 ნოე - 13 დეკ
სტარტი
შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam.kiladze@tbilisidryport.com
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის იანვარში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.
პოზიციის შესახებ: შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
დეპარტამენტის შესახებ:
შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი ექვემდებარება ადამიანური რესურსების და ხარისხის მენეჯერს და თანამშრომლობს კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან.
გამოცდილება და უნარები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია (სრული პროგრამის სერტიფიკატი);
- სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე/ლოგისტიკის სფეროში ანალოგიურ გამოცდილებას);
- საოფისე პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
- უმაღლესი განათლება;
- ქართული და ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება
- კომპანიის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინსტრუქციის შექმნა და დანერგვა;
- შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტრენინგების მომზადება და პერიოდულად მათი ჩატარება სამიზნე თანამშრომლებისთვის; ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
- რისკების შესწავლა, შეფასება და საფრთხეების იდენტიფიცირება;
- უბედური შემთხვევების ალბათობის პრევენცია;
- სამუშაო დიაგრამების, ცხრილებისა წარმოება;
- საწარმოს რისკის მომცველი უბნების ყოველდღიური მონიტორინგი;
- სახელმძღვანელოს პერიოდული განახლება-აქტუალიზაცია და დროულად მიწოდება ხელმძღვანელ პირებსა და პერსონალისთვის;
- შრომის უსაფრთხოების საკითხებში შიდა აუდიტების წარმოება, ანალიზი, შედეგების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან;
- ახალ თანამშრომელთა პირველადი ინსტრუქტირება- სწავლება;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერსონალის ქცევის მონიტორინგი;
- უბედური შემთხვევები დროს აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
- უბედური შემთხვევების სიმძიმის შეფასება;
- საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;
- უბედური შემთხვევების რეგისტრაცია და ანგარიშის წარდგენა საჭიროების შემთხვევაში;
- ყოველდღიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოება საჭიროების შემთხვევაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com .
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორი, თბილისი, საქართველო
სრული განაკვეთი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 დეკემბერი
წარმატებას გისურვებთ!
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნახვები 136
უნიკალური ნახვები 133