დღეს - 05 დეკ
სტანდარტი
უსაფრთხოების ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@veziri.net
შპს ვეზირი იწყებს კანდიდატების შერჩევას უსაფრთხოების ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 7 (შვიდი) - 6 (ექვსი) ძირითადი + 1 (ერთი) რეზერვი ოპერატორი
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 25/12/2024
დასაქმების პირობები:
- სამუშაო ადგილი: დამკვეთის (TBC) ობიექტი, თბილისი, ლილოს დასახლება
- სამუშაო საათები: 3 ცვლიანი რეჟიმი, რაც გულისხმობს დილის 09:00 სთ-დან მეორე დილის 09:00 სთ-მდე 24 საათიან მორიგეობას, ყოველ მე-3 დღეს, ცვლაში 2 თანამშრომელი;
- რეზერვი ოპერატორი მუშაობს ძირითადი ოპერატორის შვებულების, ავადმყოფობის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების გამო სამსახურის გაცდენის შემთხევევაში, წინასწარი გამოძახების საფუძველზე;
- ანაზღაურება: ხელზე მისაღები 1200 ლარი; (რეზერვი ოპერატორის შემთხვევაში ანზაღაურება იქნება ფიქსირებულს +საათობრივი, გამოძახებების მიხედვით)
- დაზღვევა: დაზღვევის საოჯახო პაკეტი კომპანიის ხარჯზე (მეუღლე და 18 წლამდე შვილები)
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით.
ძირითადი მოვალეობები:
- მორიგეობის პერიოდში 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების მეთვალყურეობა მონიტორების მეშვეობით და წინასწარ გაწერილი ინსტრუქტაჟის შესაბამისად დროული და ადეკვატური რეაგირება; ანგარიშგება ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, ცვლის გადაბარების პროცედურების რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია: ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება;
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები; Windows 10-11 ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწრაფი რეაგირებისა და გაწერილი ინსტრუქტაჟის ფარგლებში მოქმედების უნარი;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- სასურველია: ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 დეკემბერი.
დასაქმებულის უფლებები:შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0