14 ნოე - 13 დეკ
სტარტი
ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1100 - 1100
+ ბონუსი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR1@orinabiji.ge
ტელეფონი: +995 32 2 00 22 00
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწეას მხოლოდ საუკეთესო პროფესიოანლრების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
საწყისი ანაზღაურება: 1100 + ბონუსი
ჩვენი უპირატესობებია
- დასაქმების შესაძლებლობა თქვენგან 2 ნაბიჯში, მოსახერხებელ ადგილას;
- კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
- დაწინაურების გაწერილი სქემა;
- გამარტივებული სამუშაო პროცესები;
- ჩვენ არ ვმუშაობთ ღამე;
ფუნქცია - მოვალეობები
- სავაჭრო ობიექტის გახსნისა და დაკეტვისთვის მომზადება;
- დაქვემდებარებული ცვლის თანამშრომლების მართვა;
- სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა ცვლაში;
- მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
- სავაჭრო ობიექტის შემოწმება სტანდარტიზებული ცხრილის მეშვეობით;
- მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტში არსებული სწრაფი გადახდის აპარატის ფულადი სახსრების ინკასაცია;
- მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.
ვაკანსიის მოთხოვნები
- საშუალო განათლება;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ · შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/ · გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი
დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 32 2 00 22 00
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი “2 ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში