14 ნოე - 13 დეკ
სტანდარტი
ავტოპარკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1800
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593 747 767
„ლოჯისტიკური ცენტრი“ რომელიც შედის ბიბლუსის ჯგუფში აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • თბილისის და რეგიონების ლოჯისტიკური პროცესების გამართულობის უზრუნველყოფა და ოპტიმიზაცია;
  • GPS მონიტორინგის სისტემის კურირება;
  • ავტოპარკის გამართულობის უზრუნველყოფა, პერიოდული განახლება;
  • ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ცენტრებთან ურთიერთობა;
  • სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
  • ავტოპარკის ხარჯების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
  • პრობლემების/ხარვეზების შემთხვევაში რეპორტინგი უშალო ხელმძღვანელთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე;
მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მანქანა (სასურველია)

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ.
  • შაბათი: 11:00 – 16:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, აბელ ენუქიძე 7
ხელფასი:
  • ფიქსირებული 1,800 ლარი

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass - ის კორპორატიული შეთავაზება;
  • კორპორატიული ფასდაკლების ბარათები.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593 747 767
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge
გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 250
უნიკალური ნახვები 234