- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების შესაძლებლობა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
მის: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
საქმიანობის აღწერა:
- ამოცანის მართვა: ამოცანის მიღება, მისი მიზნის და მოთხოვნების საფუძვლიანი გააზრება, დამუშავება და ამოცანის შესასრულებლად შესაბამისი გეგმის შემუშავება;
- მონაცემების მოგროვება: საჭირო მონაცემების მოგროვება, ფორმირება და ანალიზისთვის მომზადება;
- მონაცემების ანალიზი და მოდელირება: SQL, MS Excel, Power BI, Python და სხვა შეესაბამისი აპლიკაციების მეშვეობით;
- დამუშავებული მონაცემების ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია, საკითხის დეტალური ანალიზი და ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მაღალგანვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
- MS Office / Excel - ის მაღალი დონის ცოდნა;
- Microsoft Power BI-სა და SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე აქცენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარები.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტს ტექნიკური უნარების განსასაზღვრად.
2024 წლის 15 დეკემბრამდე გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ლინკზე: https://hel-ai.com/apply/i7oappZ
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო "ინტელიექსპრესისს" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / 032 2 49 25 25
,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!