18 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება.
  • ტექნიკურ და საწარმოო სფეროებში გამოცდილების მქონე სპეციალისტი: ხარისხის კონტროლი, ლაბორატორიული კვლევები, ტექნოლოგიური პროცესები ან აღჭურვილობასთან მუშაობა.
  • საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
  • სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
  • წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
  • ქართული და სასურველია რუსული ენების ფლობა.
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
  • კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
  • წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
  • პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
  • სწრაფი ათვისების უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • წარმოების ხარისხის კონტროლის ჩატარება.
  • ხარისხის სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
  • პროდუქციის გადარჩევა.
  • საამქროში სანიტარული ნორმების კონტროლი.

სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. ძირითადი გრაფიკი: 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემთხვევაში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება; ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემდეგ 8 საათიან გრაფიკზე გადასვილისას - 1 დღე დასვენება).
ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 800₾ ხელზე. შემცვლელის პოზიციაზე ცვლებში 1075₾ ხელზე ან 5,89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).

სოციალური პაკეტი მოიცავს:
სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
წარმოების ხარისხის კონტროლი
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 44