დღეს - 01 დეკ
სტანდარტი
წესრიგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1250
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „თბილისის თავისუფალი სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას წესრიგის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-16:30
ხელფასი: ფიქსირებული ხელფასი 1250 (გროსი). ხელფასი გაიცემა სკოლის არდადეგების პერიოდშიც (საახალწლო, საგაზაფხულო, სააღდგომო, საზაფხულო და საშემოდგომო არდადეგები).
ბენეფიტები: საბონუსე სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
  • სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი
  • სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების აღრიცხვა და სკოლის დირექციის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე
  • სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება
  • საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, თანამშრომელთა და სკოლაში მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა
  • კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და მისი მოგვარება, დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება
  • ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგი
  • მოსწავლეთა მიერ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენასა და დაგვიანებაზე ყოველდღიური კონტროლი
  • მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერება, აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად
  • დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მოსწავლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დადგენილი ნორმების შესაბამისად და სათანადო ოქმის შედგენა

განათლება:
  • უმაღლესი განათლება

გამოცდილება:
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • განათლების სფეროში

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა
  • კეთილგანწყობა
  • მზრუნველობა
  • შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge 2024 წლის 30 ნოემბრამდე.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ჩვენი სკოლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
გისურვებთ წარმატებას!
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 1
უნიკალური ნახვები 1