შემდეგი
18 ნოე - 17 დეკ
საბაჟო პროცედურების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@nabeghlavi.ge
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „წყალი მარგებელი“ აცხადებს ვაკანსიას საბაჟო პროცედურების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- იმპორტ/ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციების შექმნა/წარმოება
- საბაჟო პროცედურის წარმოება სახელმწიფო/საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
- საბაჟო ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის მომზადება და მიწოდება დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომლისთვის;
- კომპანიისთვის საჭირო პროცესების ელ.სისტემაში (1C ERP) ასახვა/წარმოება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) საბაჟო და სანებართვო პროცედურების წარმოება;
- პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის კორექტულობის უზრუნველყოფა; დოკუმენტების დადგენილის წესის მიხედვით შენახვა;
- წარმოშობის სერთიფიკატის და მასთან გათანაბრებული საბუთებისთვის განაცხადის წარდგენა, მისი კონტროლი და აღრიცხვა.
- შესაბამისი დოკუმენტაციების დეკლარანტისთვის მიწოდება, დეკლარაციის მოსამზადებლად;
- პროდუქციის იმპორტის, ექსპორტის, დასაწყობებისა და რეექსპორტისთვის საჭირო საბაჟო პროცედურების განხორციელება;
- საჭირო დოკუმენტების პირადად აღება/ჩაბარება ან/და ტრანსპორტირების ორგანიზება და კონტროლი
- საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტვირთების განბაჟება და ტვირთის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა საფოსტო გზავნილების გაფორმება. საჭიროების შემთხვევაში გზავნილების ფოსტიდან გამოტანა ან ტრანსპორტირების ორგანიზება;
- რეგულარული რეპორტების წარმოება
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საბაჟო ტერმინალზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- იმპორტ/ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერთიფიკატი, CMR, საბაჟო დეკლარაცია) მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel;
- eCustoms-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მოგვარების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მარალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საბაჟო
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 29