შემდეგი
18 ნოე - 17 დეკ
სასაწყობე ტექნიკის შესყიდვა/გაყიდვის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების, ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ტექნიკის შესყიდვა/გაყიდვის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ტრენინგები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობე ტექნიკის აღჭურვილობის განვითარება;
- შესყიდვის/გაყიდვის დაგეგმარება;
- ახალი ფილიალების საჭირო მასალების შეკვეთა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ადგილზე მისვლა შეთავაზება;
- გასაყიდი და შიდა მოხმარების პაგრუშიკების, სათადარიგო ნაწილების შეკვეთა, რეალიზაციაზე მუშაობა;
- სერვისის აწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში გორგიაში არსებული მასალების აღწერები, ძირითად საშუალებებზე გადატანა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ( ინდუსტრიული ტექნიკის გაყიდვა/შესყიდვა)
- ენები : ინგლისური ( აუცილებელი), რუსული (სასურველი);
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- პროექტის მართვის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლიანი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 20
უნიკალური ნახვები 20